Logo

დავით უსუფაშვილი – არ დავიჯერებ ასეთ ფაქტს, ვიდრე არ იქნება მყარი მტკიცებულებები

პოლიტიკა
890
Frontnews image description

მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, არ დავიჯერებ ასეთ ფაქტს,  ვიდრე  არ იქნება მყარი მტკიცებულებები, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა უკრაინის დაზვერვის ინფორმაციის შესახებ განაცხადა.

 

მისი თქმით,  ასეთი საკითხები სახელმწიფოებს შორის ურთიერთანამშრომლობით გვარდება, მაგრამ, სამწუხაროდ,  საქართველომ მოახერხა ურთიერთობის დაძაბვა უკრაინასთან. 

 

“შემაშფოთებელია, დღეს როდესაც მთელი დემოკრატიული სამყაროს ყურადრება მიპყრობილია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისადმი და მთელი მსოფლიო სოლიდარულია უკრაინელი ხალხის და მისის მთავრობის მიმართ, საქართველოს მთავრობამ  „მოახერხა“ და აქვს საკმაოდ დაძაბული და არასასურველი ურთიერთობა ხელისუფლებასთან. ამ ფონზე ვითარდება ძალიან ბევრი არასასურველი ფაქტი და მოვლენა.  კონტრაბანდა როგორც კრიმინალური მოვლენა ყველა ქვეყანაში  არსებობს და ერთ-ერთი დანაშაულია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ამაზე კეთდება პოლიტიკური განცხადებები კიევიდან,  ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე,  რომ მოშლილია  ფუნქციონირება ორი სახელმწიფოს სათანადო ორგანოებს შორის. თუ არის ასეთი ფაქტი არსებობს, ორი სახელმწიფოს სამართალდამცველები ერთმანეთთან თანამშრომლობით ახერხებენ ამ ფაქტის აღკვეთას ან პრევენციას. 

 

მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, არ დავიჯერებ ასეთ ფაქტს,  ჩადენილს საქართველოს მთავრობის ან მისი წარმომადგენლების მხრიდან, სამანამ  არ იქნება მყარი მტკიცებულება, თუ ასეთი ფაქტები არსებობს, უნდა მოხდეს მისი გასაჯაროება და ამის მფარველი ვინც იყო,  უნდა დაისაჯოს, მაგრამ მანამდე ამ თემით პოლიტიკური სპეკულაცია და იარლიყების აქეთ-იქეთ მოწებება არის არასასურველი მოვლენა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები