დავით უსუფაშვილი – სახელისუფლებო პარტიის და ოპოზიციური სპექტრის ფართო წრის ასეთი ერთობლივი ინიცირებით თითქმის არ მახსენდება ცვლილებების პროექტი


ავტორი
Front News საქართველო
“კონსტიტუციური პროექტის შექმნამდე, შეჯერებამდე ძალიან სერიზული საუბრები და კონსულტაციები იყო, რომლის შედეგადაც მივიღეთ ისეთი პროდუქტი საკონსტიტუციო ცვლილებების სახით, რომელიც ბევრი არ გვქონია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმ თვალსაზრისით, რომ სახელისუფლებო პარტიის და ოპოზიციური სპექტრის ფართო წრის ერთობლივი ინიცირებით თითქმის არ მახსენდება ცვლილებების პროექტი“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დავით უსუფაშვილმა საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას, რომელიც ქუთაისში მიმდინარეობს.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ასეთი შეთანხმებების მიღწევა და შემდეგ მათი რეალიზება ძალიან მნიშვნელოვანია.
„როგორც ირკვევა, ყველაზე დიდი ხიფათი, რაც შეიძლება საზოგადოებაში, სახელმწიფოში დაგვემართოს, არის სიტყვის ფასის დაკარგვა, დევალვაცია. ლარის კურსის დაცემა ხომ დიდი პრობლემაა, მაგრამ სიტყვის ფასის დაცემა კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, რადგან მას მოჰყვება ნდობის, შესაძლებლობების, წინსვლის დაკარგვა ბიზნესშიც, პოლიტიკაშიც და ყველანაირ ურთიერთობაში“, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
თაგები:
საკონსტიტუციო ცვლილებები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს