დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 16-17 მაისს ოფიციალური ვიზიტით კიევში მიემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები უკრაინის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართება.
საუბარი შეეხება საქართველო-უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას, თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს სამი ასოცირებული ქვეყნის – მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მინისტრები განიხილავენ სამი ქვეყნის შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გასაძლიერებლად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალი სამიტისთვის სამზადისს, ასევე იმსჯელებენ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე.
თაგები:





