Logo

დავით ზედელაშვილი – ბიუროკრატიული პროცესი, რომელმაც მანამდე რეჟიმთან მიმართებით პოლიტიკა ჩამოაყალიბა, საკმაოდ ნელა იცვლება ხოლმე

პოლიტიკა
1033
Frontnews image description

ივანიშვილთან დაკავშირებით ამ კონსენსუსის შექმნა ახლო დამკვირვებლებში შედარებით ადრეულად გაცნობიერდა, თუმცა ბიუროკრატიული პროცესი, რომელმაც მანამდე რეჟიმთან მიმართებით პოლიტიკა ჩამოაყალიბა, საკმაოდ ნელა იცვლება ხოლმე, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა დავით ზედელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აბსოლუტურად გაუგონარი მუქარა რომ არ ყოფილიყო ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, რომ თითქოს ამერიკას წითელი ხაზები დაუწესეს, შეიძლება, კობახიძეს მოეხერხებინა ბაიდენთან სურათის გადაღება იმ წმინდა დიპლომატიური ინერციიდან გამომდინარე.

“ივანიშვილთან დაკავშირებით ამ კონსენსუსის შექმნა ახლო დამკვირვებლებში შედარებით ადრეულად გაცნობიერდა, თუმცა ბიუროკრატიული პროცესი, რომელმაც მანამდე რეჟიმთან მიმართებით პოლიტიკა ჩამოაყალიბა, საკმაოდ ნელა იცვლება ხოლმე, არ არის მარტივი ბიუროკრატიული პროცესის დაძვრა, რომელიც განსაკუთრებით მიიყვანს ამ რეჟიმთან მიმართებით პოლიტიკის შეცვლამდე. აქ ყოველთვის არის ხოლმე გარკვეული პრეფერენცია სტატუს-კვოსადმი, რომ იქნებ არსებულ სტატუს-კვოში ისევ რაღაც მოხდეს შესაძლებელი. რომ ავიღოთ აშშ-ის ელჩის განცხადება, აბსოლუტურად გაუგონარი მუქარა რომ არ ყოფილიყო ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ, რომ თითქოს ამერიკას წითელი ხაზები დაუწესეს, შეიძლება, კობახიძეს მოეხერხებინა ბაიდენთან სურათის გადაღება იმ წმინდა დიპლომატიური ინერციიდან გამომდინარე, თუმცა ეს ისეთი ტიპის რეჟიმის მხრიდან, როგორიც არის ივანიშვილის რეჟიმი და ამაზე მეტ-ნაკლებად ინფორმაცია უკვე არის იქაც მისაწვდომი, მსგავსი ტიპის მუქარას აშშ-ის მიმართ, შეუძლებელია, არ ჰქონოდა იგივე მყისიერი რეაქცია“, – განაცხადა დავით ზედელაშვილმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები