დავით ზედელაშვილი – გაცილებით უფრო ფართოა იზოლაციის მასშტაბი, რომელსაც ეს რეჟიმი იღებს უკვე და რომელიც ემუქრება, თუ ეს ტრაექტორია გაგრძელდა


ავტორი
Front News საქართველო
ამაზე იყო უკვე ძალიან მკაფიო გაფრთხილება მათგან, რომ აგენტების კანონის მიღება და მოქმედება შეუთავსებელი იყო აქ წევრობასთან და შესაბამისად, ეს შედეგი დადგებოდა, – ამის შესახებ Front News-თან კონსტიტუციონალისტმა დავით ზედელაშვილმა საქართველოსთვის “ღია მმართველობის პარტნიორობაში” წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყოველივე მოსალოდნელი იყო და ეს შეუთავსებლობა ცხადია ყველასთვის, მათ შორის, კონკრეტული პარტნიორებისთვისაც.
“ამაზე იყო უკვე ძალიან მკაფიო გაფრთხილება მათგან, რომ აგენტების კანონის მიღება და მოქმედება შეუთავსებელი იყო აქ წევრობასთან და შესაბამისად, ეს შედეგი დადგებოდა. ეს ძალიან მოსალოდნელი იყო, თავისთავად, ცხადია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ტოტალური კონტროლის მცდელობა და კიდევ დამატებით, რიგი ინიციატივებისა, რომელიც პოლიტიკური პლურალიზმის სრულად დახშობას ითვალისწინებს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, შეუთავსებელია შემდგომში იმის მტკიცებასთან, რომ ეს მმართველობის პრინციპებს შეესაბამება. ეს შეუთავსებლობა უკვე ზედაპირზეა, ეს ცხადია, ყველასთვის და მათ შორის, ამ კონკრეტული პარტნიორებისთვისაც და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი ბიუროკრატებისთვისაც.
ასე რომ, თუ ამას შევადარებთ იმ ზოგად ტრენდს იზოლაციისა, არაფერია განსაკუთრებული იმდენად, რამდენადაც გაცილებით უფრო ფართოა იზოლაციის მასშტაბი, რომელსაც ეს რეჟიმი იღებს უკვე მიმდინარე დღეებში და რომელიც მას ემუქრება, თუ ეს ტრაექტორია ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისა გაგრძელდა“, – განაცხადა დავით ზედელაშვილმა.
თაგები:
დავით ზედელაშვილი

დავით ზედელაშვილი – რეჟიმი თუ არ ჩამოიშალა და დიქტატორმა არ დაკარგა სისტემის მართვის რესურსი, სხვა გამოსავალს ამ პოლიტიკური კრიზისიდან ვერ ვხედავ

სალომე ზურაბიშვილი – იზოლაციის საფრთხე ჩნდება, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილია და ბევრად უფრო დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შექმნილი მითი!

სალომე ზურაბიშვილი – დემოკრატიის ერთ-ერთი გამოწვევაა პოლარიზაცია, რომელიც ყველგანაა და ჩვენთან შემოიჭრა, იქნება ეს პარტიებს შორის, მედიაში თუ ეკლესიაში