დავით ზედელაშვილი – ისევე როგორც წინა იმპიჩმენტს, არც ამას არავითარი კავშირი არ გააქვს კონსტიტუციასთან


ავტორი
Front News საქართველო
ისევე როგორც წინა იმპიჩმენტს, არც ამას არავითარი კავშირი არ გააქვს კონსტიტუციასთან, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ახალი საფუძველი აქვთ გამონახული, თითქოსდა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა, – ამის შესახებ Front News-ს კონსტიტუციონალისტმა დავით ზედელაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ, როგორც წინა პროცედურის დროს აქაც მიზანი არის პირადი შურისძიება ამ კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ.
“ისევე როგორც წინა იმპიჩმენტს არც ამას არავითარი კავშირი არ გააქვს კონსტიტუციასთან, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ახალი საფუძველი აქვთ გამონახული თითქოსდა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დარღვევა. ესეც, რა თქმა უნდა, სრულიად ირაციონალური განმარტებაა კონსტიტუციის. ფაქტებით რაც ვიცით და რაზეც ედავებიან, ეს არის პრეზიდენტის კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, რაც პირიქით, საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის ერთგვარი სამუშაოცაა და მისი კონსტიტუციური ფუნქციაა. საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ, როგორც წინა პროცედურის დროს აქაც მიზანი არის პირადი შურისძიება ამ კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ და სხვა ტიპის კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ყველაფრის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოახერხებენ ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, რისი იმედიც მათ აქვთ, რომ მიიყვანენ ამ პროცედურას ბოლომდე არჩევნების შემდეგ. მას შემდეგ, რაც ექნებათ მათ მიერ მიტაცებულ საკონსტიტუციო სასამართლოსგან აბსოლუტურად შეუსაბამო კონსტიტუციასთან, მაგრამ მათთვის სასურველი დასკვნა ისევე, როგორც წინა იმპიჩმენტის პროცედურის საქმეზე“, – განაცხადა დავით ზედელაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.
თაგები:
დავით ზედელაშვილი

ირაკლი კობახიძე – რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს არის მისი პირადი აზრი და არავითარი კავშირი არ აქვს არც სამთავრობო, არც მმართველი გუნდის, არც საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკურ პოზიციასთან

ირაკლი კობახიძე – არცერთ წინა რეზოლუციას არავითარი ფასი არ ჰქონია არავისთვის, მათ შორის, არც ევროკომისიისთვის, არც ევროპული საბჭოსთვის

დავით ზედელაშვილი – რეჟიმი თუ არ ჩამოიშალა და დიქტატორმა არ დაკარგა სისტემის მართვის რესურსი, სხვა გამოსავალს ამ პოლიტიკური კრიზისიდან ვერ ვხედავ