დავით ზეიკიძე – მიშას დროს ქვეყანა ვითარდებოდა და წესრიგი დამყარდა, ახლა ქვეყანა არ ვითარდება, არც წესრიგია

ავტორი
Front News საქართველო
ძეხვეულის კომპანია “ზეიკიძის“ დამფუძნებელი დავით ზეიკიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას უერთდება, რადგან ფიქრობს, რომ ქვეყანა აღარ ვითარდება.
“2003 წელს აქ ვიდექი, მე რომ მეგონა მოვიდოდა მთავრობა, განვითარდებოდა ქვეყანა, ისევ უკან დავბრუნდით. უკან დაბრუნება რომ არ მინდა, იმიტომ მოვედი აქ. უსამართლობა რომ არის, არ შეიძლება, გინდა მიშა იყოს, გინდა ნებისმიერი ადამიანი. ამას ვემსახურები მთელი ცხოვრება და ამიტომ ვდგავარ აქ.
შევადარე მიშას მოღვაწეობა, ის ცხრა წელი და დღევანდელი ცხრა წელი, კარგად რომ დავფიქრდი, აღმოჩნდა, რომ მიშას დროს ქვეყანა ვითარდებოდა და წესრიგი დამყარდა, თუმცა შეცდომები ძალიან ბევრი იყო. ამ მთავრობის დროს ქვეყანა არ ვითარდება, არც წესრიგია და იგივე დანაშაულებები ხდება“, – განაცხადა ზეიკიძემ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


