
ავტორი
Front News საქართველო
“TV პირველი“, „ობიექტივი“ და „ერ ბი ჯი“ „სტერეო პლუსის“ მაუწყებლობიდან გაითიშა.
“სტერეო პლუსის“ დამფუძნებლის დავით ზილფიმიანის განმარტებით, მიზეზი დავალიანებაა, რომელიც ამ არხებმა გაფრთხილების მიუხედავად, არ გადაიხადეს.
მან ასევე აღნიშნა, რომ დავალიანების დაფარვის შემთხვევაში 3 არხს მაუწყებლობა აღუდგება.
“გადაწყვეტილების მიღებაში მე არ ვმონაწილეობ. დავალიანების გამო გაეთიშათ მაუწყებლობა. სამივე ტელევიზიას გაეგზავნა გაფრთხილება, მაგრამ არ გადაიხადეს. იმედი მაქვს, გადაიხდიან და აღდგება მაუწყებლობა. ეს მაყურებლისთვისაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზილფიმიანმა.
თაგები:
დავით ზილფიმიანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს