
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკის ანალიტიკოსი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება.
“ბიძინა ივანიშვილს აქვს ასეთი ცხოვრებისეული გაგება: ვინც მას ნერვებს უშლის უნდა დასაჯოს და როგორც წესი ეს დასჯა გამოიხატება იმის დაჭერაში, ვინც მას ნერვებს უშლის.
ასე მივიღეთ კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ნიკა გვარამიას სახით.
ეტყობა იფიქრა, ახლა ომი რახანაა, ზაპადი ვერ მომაწვებაო. პლუს არქიქოცებს გაუგორა კოჭი, მაგათ ხომ ოღონდ ნაცი ანახე ციხეში და ასი წელი არ ენაღვლებათ რაოდენ სამართლიანია განაჩენი. თან მაგას ხომ ხალხი სწორედ ეს ბიდლო ჰგონია, კოლექტიური ადავალ-დასავალი.
არადა, ეჭვი მაქვს ცდება ბატონო ბიძინა რასჩოტებში, როგორც ზაპადის, ისე ნაროდის მიმართ
P. S. რუსული სიტყვები ცხადია, წინასწარგანზრახულადაა გამოყენებული.
P. P. S. თუ სერიოზულად დამიწყებს ვინმე იმის მტკიცებას, რომ ეს პოლიტიკური პატიმრობა არაა, მინდა წინასწარ იცოდეთ, რომ ის ჩემს თვალში ან იდიოტია ან სულით ჯალათი“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს