
ავტორი
Front News საქართველო
ნიკა გვარამიამ რამდენიც არ უნდა იძახოს “ნაცი” არ ვარო, არ დაუჯერებს ის, ვინც “არა-ნაცი” და მკაცრად “არა-ნაცია”. ვისთვისაც “ნაცი” მიუღებელია, ის უბრალოდ ამას არ დაიჯერებს. – ამის შესახებ დავით ზურაბიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ის პოლიტიკოსები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობისგან” გამიჯვნას ცდილობენ, ჯერ კიდევ საზოგადოების უმრავლესობისთვის ამ პარტიასთან ასოცირდებიან.
“ნიკა მელიაც, რომელიც 2007 წლამდე საერთოდ “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ მიტინგებშიც გამოდიოდა და ხატია დეკანოიძეც რომ ავიღოთ, რომელიც ნამდვილად არ არის სისხლისმსმელი “ნაცის” ტიპაჟი, მაგრამ მათი წარსული ბევრისთვის ჯერ კიდევ “ნაცმოძრაობასთანაა”. მათ სჭირდებათ დრო, რათა დამოუკიდებელ ფიგურებად წარმოჩნდნენ”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
თაგები:
დავით ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს