
ავტორი
Front News საქართველო
პრობლემა იქნებოდა ოპოზიციის დუმილი, ან ის, რომ ხელისუფლებას აქებდეს, ოპოზიცია ევროკავშირის ქვეყნებშიც აკრიტიკებს ხელისუფლებას, – ამის შესახებ Front News-ს პოლიტიკის ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მცდელობა ევროინტეგრაციის პროცესში შესაძლო წარუმატებლობა ოპოზიციას გადააბრალოს, სასაცილოა.
“ოპოზიციამ ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა და ერთობლივად მიმართა ევროკავშირს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ თქმა იმისა, რომ ოპოზიცია ხელს უშლის ამ პროცესს თავისი განცხადებებით, ცოტა სასაცილოა. ოპოზიციის დანიშნულებაა ხელისუფლების კრიტიკა. ჩვენ თუ ევროკავშირში პრობლემები შეგვექმნება, იმის გამო არ მოხდება, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს. ოპოზიცია ევროკავშირის ქვეყნებშიც ასევე იქცევა და აკრიტიკებს ხელისუფლებას. ამიტომ ოპოზიციის ქცევა საერთოდ არ არის პრობლემა. ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, ამიტომ სჯობს ჯერ თვითონ ჩაიხედონ სარკეში.
პრობლემა იქნებოდა ოპოზიციის სიჩუმე და ან, ის რომ ხელისუფლებას აქებდეს ოპოზიცია, ეს პირველი ნიშანია ქვეყანაში ავტორიტარიზმის და დიქტატურის არსებობის. ასეთ ქვეყნებს კი ევროკავშირში არაფერი ესაქმებათ“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
თაგები:
დავით ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს