
ავტორი
Front News საქართველო
როცა პოლიტიკოსი ამბობს, რომ რეგიონებში გავდივარ, ხალხს უნდა შევხვდეო, ეს ნიშნავს, რომ მას უკვე არანაირი ფუნქცია აღარ აქვს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები მხოლოდ იმის ნიშანია, საზოგადოებას აჩვენოს, რომ ის ისევ არის პოლიტიკური ფიგურა.
“არაფერი გასაკვირი არ ყოფილა, ეს მისი სტილია. ღარიბაშვილი ჩამოაქვეითეს და დღეს ამ განცხადებით ჰქონდა მცდელობა, რომ ეჩვენებინა, მე ისევ ვარო. როცა პოლიტიკოსი ამბობს, გავდივარ რეგიონებში, ხალხს უნდა შევხვდე, ეს ნიშნავს, რომ დამთავრებულია მისი საქმე. ეს ნიშნავს, რომ არ აქვს არანაირი ფუნქცია. რაც შეეხება იმ ნაწილს, როცა ის გადავიდა ოპოზიციის ლანძღვაზე, განსაკუთრებით, დიდი ადგილი დაუთმო ხაზარაძეს, ესეც ძალიან მარტივია. ხაზარაძე თავის გამოსვლებში პირდაპირ ივანიშვილს ურტყამს. როგორც ჩანს, ივანიშვილს ეს ძალიან არ მოსწონს და ახლა ღარიბაშვილი ცდილობს ბიძინას ასიამოვნოს.
სიძულვილის კამპანია არჩევნების წინ იქნება, ეს სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების ერთადერთი იდეაა”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
“ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ აპირებს 100 დღეში 10 რეგიონში ჩასვლას და შეხვედრებს.
თაგები:
დავით ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს