Logo

“დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრდეს უკანონო განჩინება”

საზოგადოება
520
Frontnews image description

"ტვ პირველი" განჩინების უახლოეს პერიოდში გასაჩივრებას აპირებს. როგორც ტელეკომპანიის ადვოკატმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, თუკი შედეგს ვერ მიაღწევენ, დროებითი ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართავენ.

 "დღეს დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის უკანონო განჩინება, რომელიც გუშინ საღამოთო ჩაბარდა ტელეკომპანია პირველს,  გასაჩივრდეს ქვეყნის შიგნით სასამართლოში, პირველ რიგში, რადგანაც სანამ არსებობს ეს განჩინება და ის არის ძალაში, მანამდე აქვთ შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს, იძულების სახით, ნებისმიერ დროს განახორციელონ ამოღება იმ ნივთის, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს და რომც არსებობდეს, მაინც არ აპირებს ტელევიზია ამის გადაცემას საგამოძიებო ორგანოებისთვის. განჩინება კარგად წარმოაჩენს სულისკვეთებას გამოძიების, რომელსაც არ აინტერესებს ჩანაწერების შინაარსი, ამ განჩინებაში არ არის მოთხოვნილი აუდიო ფაილი, არამედ მიზანმიმართულად ითხოვენ სწორედ იმ მოწყობილობას, რომელზეც შესაძლებელია ყოფილიყო ჩაწერილი ფაილი. ალბათ აინტერესებთ სწორედ ფაილის წარმომავლობა, ანუ  ჟურნალისტის პროფესიული საიდუმლოებით დაცული წყარო. ტელევიზია აცხადებს მზადყოფნას, თუკი გამოძიება დაინტერესდება გადასცეს მას აუდიოფაილი, სადაც მოცეულია ჩანაწერი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ტელევიზიაში არ არსებობს ის დოკუმენტი, თუ მტკიცებულება, რის ამოღებასაც განჩინება ეძღვნება და რომც არსებობდეს, ამის გადაცემაზე ტელევიზია მაინც უარს იტყოდა", – განაცხადა გიორგი მშვენიერიძემ. 

სასამართლომ პროკურატურას, TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

თაგები:

Advertisement