Logo

“დავუბრუნდი მშობლიურ კერას, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს!”

საზოგადოება
517
Frontnews image description

პარლამენტის ყოფილი წევრი ადა მარშანია სოციალურ ქსელში წერს, რომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს დაუბრუნდა.

"გამარჯობა, აფხაზეთო შენი! ძვირფასო მეგობრებო, დავუბრუნდი მშობლიურ კერას, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს! 

გუშინ, 2 თებერვალს გაᲘხსნა უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესსია! მთელი დღე ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს სოხუმის სანაპიროზე გავედი, შევისუნთქე ზღვის, ევკალიპტების, ყავის სურნელი, შევცურე ჩვენს "აფხაზეთურ" ურთიერთობებში, რომელიც ასე გათბობს, გახალისებს და მწვავედ გაღვიძებს სახლში დაბრუნების დაუოკებელ სურვილს! ოხხხ, რა ბევრი უნდა ვიბრძოლოთ თავდაუზოგავად და თავდადებულად ამისთვის! ამ ბრძოლის ავანგარდში კი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო უნდა იყოს, უნდა იყოს, კატეგორიულად, ასე უნდა იყოს! ამას მოითხოვს გამოდევნილი მოსახლეობა ჩვენგან, ამას ელოდებიან დარდით და ომის შედეგად დაღუპულების სულები ( გუშინვე, ტრადიციულად, ყოველი სესიის გახსნისას მათი სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადავიხადეთ ეკლესიაში) და რაც მთავარია, ჩვენი ხალხი და ჩვენი სინდისი! სხვანაირად ღირსნი არ ვიქნებით დაბრუნებისა!

დაე, გაგვაერთიანოს უძლიერესმა, ღვთიურმა სურვილმა, ღვთიურმა უფლებამ სახლში დაბრუნებისა! ამინ!
და ისევ, გამარჯობა, აფხაზეთო შენი!", – წერს მარშანია სოციალურ ქსელში.

თაგები:

Advertisement