Logo

დაზიანებული მაღალსართულიანი შენობები და აფეთქებები რეგიონებში – მორიგი რუსული თავდასხმის შედეგები უკრაინაში

უკრაინა
13.07.2023 / 09:39
Frontnews image description

რუსულმა ჯარებმა ღამით ფრთოსანი რაკეტებისა და “კამიკაძეების” გამოყენებით უკრაინის ქალაქებზე მორიგი მასიური შეტევა განახორციელეს. აფეთქებები გაისმა კიევში, ზაპოროჟიეში, ხმელნიცკის და კროპივნიცკიში. თავდასხმის შედეგად არის ნგრევა, არიან დაჭრილები და დაღუპულები.

 

ოკუპანტებმა 20 “შაჰედი” და ორი საკრუიზო რაკეტა გამოიყენეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, მტრის თავდასხმის მიმართულება იყო ჩრდილო-აღმოსავლეთი (კურსკი) და სამხრეთ-აღმოსავლეთი (პრიმორსკო-ახტარსკი).

 

მტერმა ასევე გამოიყენა ორი “კალიბრის” ფრთოსანი რაკეტა შავი ზღვიდან და ერთი ისკანდერ-მ ბალისტიკური რაკეტა (ჯანკოი, ყირიმი).

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 20-ვე დრონი გაანადგურა, ძირითადად კიევის ოლქში. ასევე განადგურდა ორი “კალიბრი”, ისკანდერ-მ-ზე ინფორმაცია ზუსტდება.

 

კიევში კამიკაძე დრონების თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის ხანძრის ჩაქრობისას, გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცის გარდაცვალება მტრის თავდასხმას არ უკავშირდება.

 

ქალაქის მერის თქმით, ჩამოინგრა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი.

 

საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ერთ-ერთ მისამართზე 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის აივანზე გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.

 

25-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, 25-ე სართულზე შენობის ფასადი დაზიანდა, მაშველების მისვლამდე ადგილზე 2 დაშავებული აღმოაჩინეს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. კიდევ ერთ მისამართზე ხანძრის შედეგად 20 კვ.მ. დაიწვა.

 

მედიის ინფორმაციით, აფეთქებები ასევე დაფიქსირდა კროპივნიცკიში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში. შედეგების შესახებ ინფორმაციას ჯერ ცნობილი არ არის.

თაგები:

კიევი
Advertisement