
ავტორი
Front News საქართველო
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია 56 ადამიანი.
2 ივლისის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე მასშტაბური, კომბინირებული შეიარაღებული შეტევა განახორციელეს.
კიევზე ბალისტიკური რაკეტებით, ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განხორციელდა. დაზიანდა ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო და საცხოვრებელი შენობები.
მტრის დარტყმების შედეგად ყველაზე მეტად დარნიცის რაიონი დაზარალდა, სადაც ცხრასართულიანი საცხოვრებელი შენობის ნაწილი განადგურდა (პირველიდან მეექვსე სართულამდე ჩამოინგრა).
კიევის მერის თქმით, დაზიანდა შენობა, სადაც სასწრაფო დახმარების სადგური იყო განთავსებული. დაშავდა სადგურის მძღოლებიც. დაშავებულთაგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კლიჩკოს თქმით, დაშავებულია 5 მედიკოსი, მათგან ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ქალაქის რამდენიმე ადგილზე გაჩნდა ხანძარი, მათ შორის კერძო სახლებში.
ნანგრევების ქვეშ ადამიანების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს