დაზვერვა – რუსეთმა უკრაინაში მიტაცებული იარაღი “ჰამასს” გადასცა და მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს


ავტორი
Front News საქართველო
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ბრძოლების დროს ამოღებული იარაღი “ჰამასის” ტერორისტებს გადასცეს. ახლა აგრესორი ქვეყანა ამზადებს ფართომასშტაბიან კამპანიას ახლო აღმოსავლეთში უკრაინის დისკრედიტაციისთვის, – ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის GRU-მ (რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატი) უკვე გადასცა “ჰამასის” ტერორისტებს მიტაცებული იარაღი, რომელიც დამზადებულია აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში.
რუსული გეგმის მიხედვით, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ყალბი ბრალდებები უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ დასავლური იარაღის ტერორისტებისთვის რეგულარულად მიყიდვის გამო.
როგორც დაზვერვაში აცხადებენ, დამაჯერებელი მიზნებისთვის რუსული სპეცსამსახურები აპირებენ გამოიყენონ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის მოღალატე უფროსი ლეიტენანტის რუსლან სიროვის შესაბამისი კომენტარები, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვში გაიქცა.
დაზვერვაში აცხადებენ, რომ მტრის მორიგი პროვოკაცია მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციას და დასავლელი მოკავშირეების მხრიდან ჩვენი ქვეყნის სამხედრო დახმარების სრულად შეწყვეტას.
რუსეთმა უკვე დაიწყო “ჰამასის” ტერორისტებისთვის უკრაინული იარაღის შესახებ ყალბი ამბების გავრცელება. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “უკრაინელებს არ შეუძლიათ იარაღის გადაცემა “ბოევიკებისთვის”, რადგან ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას, რომელსაც ისინი გვაწვდიან რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად”.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს