დაზვერვის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უკრაინული დროშით პროვოკაციას გეგმავენ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ვარაუდობს, რომ რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას უკრაინის დროშიანი ტექნიკით გეგმავენ.
“ოკუპანტები ბომბავენ ელექტროსადგურს სოფელ ვოდიანიდან (ზაპოროჟიეს რაიონი) და ამზადებენ პროვოკაციებს უკრაინის დროშით“, – ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში.
რუსეთის ერთ-ერთმა საარტილერიო დარტყმამ დააზიანა სითბოს და მიწისქვეშა კომუნიკაციების სატუმბი სადგურის პირველი ბლოკი, მეორემ კი გამოიწვია სახანძრო განყოფილების ნაწილობრივი განადგურება, რომელიც პასუხისმგებელია ელექტროსადგურის უსაფრთხოებაზე.
ასევე, მტრის დაბომბვის შედეგად მიმდებარე ტერიტორიებზე ტყეებსა და ბალახს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია, ჭურვებით გამოწვეული ხანძრის ჩაქრობა კი სახანძრო განყოფილების დაბომბვის გამო რთულია.
თაგები:
ზაპოროჟიე

უკრაინის გენშტაბი – რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით სავარაუდოდ, პროვოკაციას ამზადებენ

უკრაინის დაზვერვა – რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციას ამზადებს

უკრაინის დაზვერვა – ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მძიმე იარაღის გამოყენებით პროვოკაციას ამზადებენ