
ავტორი
Front News საქართველო
ცალსახად მინდა ვთქვა, რომ “უცხოური აგენტების” კანონით, საქართველო ვერ შეძლებს ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს განხილვის საგანიც კი არ არის, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა დებორა დიურინგმა განაცხადა.
მისივე თქმით, “საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერი იყო, მაგრამ ძირზე დაეშვა”.
“საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ძირზე დაეშვა. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ “უცხოური აგენტების” კანონით, საქართველო ვერ შეძლებს ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს განხილვის საგანიც კი არ არის. გერმანიის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას იქამდე, სანამ ეს კანონი, ისევე როგორც კანონები, რომლებიც ეხება ინდივიდუალურ თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს, არ გაუქმდება”, – განაცხადა დებორა დიურინგმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს