დედაენის ბაღში აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააჯარიმეს

ავტორი
Front News საქართველო
დედაენის ბაღში "დაუმორჩილებლობის მარშის" ერთ-ერთი მონაწილე დააჯარიმეს.
როგორც ადგილზე მყოფი სამართალდამცველები აცხადებენ, დაჯარიმდება ყველა, ვინც დაწესებულ შეზღუდვას დაარღვევს, თუმცა არ აკონკრეტებენ არის თუ არა დაჯარიმებული ახალგაზრდა აქციის მონაწილე.
მათივე თქმით, დაჯარიმდება ყველა, ვინც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვას არ დაემორჩილება და ვისი იდენტიფიცირებაც მოხდება.
"დაუმორჩილებლობის მარშის" მონაწილეები აცხადებენ, რომ 05:00 საათამდე დედაენის ბაღში დარჩებიან.
მათივე თქმით, დაჯარიმება არაფერს შეცვლის და პროტესტი გაგრძელდება
თაგები:





