Logo

დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება შპს “ალმამ“ მოიპოვა

პოლიტიკა
242
Frontnews image description

დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება შპს “ალმამ“ მოიპოვა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აუქციონში ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა. საბოლოოდ კი 15-წლიანი უფლება ორ ლოტად – 34 მლნ ლარად გაიყიდა.

 

“გასულ კვირას დასრულდა გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლების მოპოვებაზე გამოცხადებული აუქციონი, რომელშიც ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა. შედგა ვაჭრობა და გამარჯვებული გვყავს შპს „ალმა“. 15-წლიანი უფლება ჯამურად ორ ლოტად, 34 მლნ ლარად გაიყიდა, რომელსაცმუნიციპალიტეტი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო ათი დღის განმავლობაში მიიღებს. როგორც კი გაფორმდება ხელშეკრულება, კომპანიას აქვს ვალდებულება, ეს თანხა დედაქალაქის ბიუჯეტში ჩარიცხოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, აღნიშნული თანხით მომდევნო წლებში დედაქალაქში საინტერესო პროექტები განხორციელდება.

Advertisement