Logo

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – გახელაძესთან დაკავშირებით არსებობს რაღაც იმედები, დაველოდოთ

საზოგადოება
858
Frontnews image description

ერგნეთში შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძისა და გენადი ბესტაევის საქმე, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

 

“მოლოდინში ვართ, გახელაძესთან დაკავშირებით არსებობს რაღაც იმედები, დაველოდოთ. პროცესის დაძვრის მოლოდინში ვართ და წინასწარ არ მინდა, რამე ვთქვათ. ვადებს ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც პოზიტიურის მოლოდინში ვართ” – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

ზაზა გახელაძის ოჯახში კი აცხადებენ, რომ თუ 23 ივლისამდე გახელაძეს არ გაათავისუფლებენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავლენ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები