Logo

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - გამოხმაურება არის ძალიან დიდი, დროთა განმავლობაში დაემატება სკოლებს გადამზადებული სასულიერო პირები

საზოგადოება
245
Frontnews image description

სკოლებში ქრისტიანული ღირებულებების სწავლება იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივ პროექტს ახორციელებენ.

სწავლება არჩევითი სახით - სკოლისა და მოსწავლის სურვილისა და მოთხოვნის შესაბამისად იქნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით Front News-თან საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მოთხოვნები სწავლებაზე და მსურველთა რიცხვი ძალიან დიდია.

"გამოხმაურება არის ძალიან დიდი, მომართვიანობაა ინტენსიური სკოლებიდან, ეპარქიებიდან. იმდენად დიდია ეს მომართვები, რომ ჩვენ გვიჭირს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება. შარშან ჩვენ გვქონდა საპილოტე რამდენიმე - 25 ასეთი განხორციელებული პროექტი სკოლებში და ამ პერიოდში არ ყოფილა არცერთი უკუკავშირი არც დირექციისგან, არც მშობლებისგან და არც მოსწავლეებისგან. საგანი არის ნებაყოფლობითი, მსურველებს შეუძლიათ მხოლოდ აქ გაერთიანება და შესაბამის აქტივობებში მონაწილეობა.

ჯერჯერობით არ გვყოფნის რესურსი, რომ მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ იმიტომ, რომ პარალელურად მიმდინარეობს სასულიერო პირების გადამზადება, რომლებიც ამ გადამზადების პროცესში საჭირო უნარებს იძენენ, სწავლობენ პედაგოგიურ მეთოდიკას, ეს პროცესი თავისთავად განსაზღვრავს, თუ რამდენად და როდის შევძლებთ საჯარო სკოლების ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ეს დროს მოითხოვს. დროთა განმავლობაში დაემატება სკოლებს გადამზადებული სასულიერო პირები, რომლებიც მოთხოვნის მიხედვით შევლენ სკოლაში", - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

Advertisement