დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – მე დარწმუნებული ვარ, მაგ მიტინგზე ლექსო არ მივიდოდა

ავტორი
Front News საქართველო
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ვერ იხსენებს, როდის წაახალისეს მაღალმა იერარქიულმა სასულიერო პირებმა ჟურნალისტების მიმართ ძალადობა.
“საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ამაზე? რომელი მოწოდება იყო ძალადობისკენ? ერთი იყო, მეტი არა. მაჩვენეთ სხვა, რუსთაველზე მეც ვიყავი, მერე რა?
ძალადობას მე ვხედავ ამ დღეებში, რაც იმ მიტინგზე ხდება იქ. ვერ ხედავთ მიტინგზე რა ხდება? იქ არის ძალადობა, არის საპატრიარქოს მიმართ სიძულვილის ენა აღუწერელი. გეტყვით, რომ იქ დღეს ლექსო არავის აინტერესებს მემგონი. ნუ, უმრავლესობას მაინც. ლექსოს დღეს წესს აუგებენ. მას უნდოდა პატრიარქთან მოსვლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგ მიტინგზე ლექსო არ მივიდოდა”, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
თაგები:





