
ავტორი
Front News საქართველო
პატრიარქის მდივანის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, სავარაუდოდ, ორ დღეში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საპატრარქოში განცხადება გაკეთდება, წმინდა სინოდის სხდომის მოწვევა კი ამ ეტაპისთვის არ იგეგმება.
“წმინდა სინოდის სხდომასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი კონტურები არ გამოკვეთილა. რაც შეეხება განცხადებას, განცხადება იქნება შეფასება ამ საკითხებთან დაკავშირებით. სჯობს, დაველოდოთ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას, უახლოეს ორ დღეში სავარაუდოდ განცხადება იქნება და ზოგად შეფასებას გავაკეთებთ. პირველად იქნება ზოგადი შეფასება, რადგანაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ, რომ დაიწყო გამოძიება ამ ფარულ გადაღებებთან და მის გარეთ გამოტანასთან დაკავშირებით.
ველოდებით ხელისუფლების მხრიდან მკაფიო განმარტებებს, თუ რა იყო ამის მიზანი და რისთვის კეთდებოდა ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რომ სადღეისოდ ჩემი მხრიდან თემის განვრცობას, გაგრძელებას არანაირი შედეგი არ ექნება. სჯობს, დაველოდოთ საპატრიარქოს განცხადებას, ის დამუშავების პროცესშია და იქ მოცულობითად იქნება ყველაფერი ნათქვამი ჩვენს ფიქრებთან დაკავშირებითაც, გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც და შეფასებით ნაწილშიც შევაფასებთ, თუ როგორ და რა ხდებოდა“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს