
ავტორი
Front News საქართველო
პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პატრიარქის თხოვნის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, წინა ვიზიტთან შედარებით, აშკარად შეიმჩნევა, რომ ის წონაში დაკლებულია.
“დიახ, გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს მისი უწმინდეობის გზავნილი, პირადად გადავეცი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ის წუხს იმის გამო, რომ ამდენი ხანია შიმშილობს.
ბატონა მიხეილმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ ვესტუმრე მას აქ. ის გრძნობს მისი უწმინდესობის ყურადღებას, მან აღნიშნა, რომ ის ძალიან პატივს სცემს მის უწმინდესობას და დამავალა, რომ გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის გააგრძელებს კვლავ შიმშილობას, რადგანაც ეს არის მისი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციაში რაიმე კორექტირებების შეტანას, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, არ აპირებს”, – აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
თაგები:
მიქაელ ბოტკოველი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს