
ავტორი
Front News საქართველო
სულ წარსულზე რომც არ ვილაპარაკოთ, ხომ ვხედავთ, დღესაც რას აკეთებენ, რა დამოკიდებულება აქვთ პატრიარქის მიმართ, რა დღეში ჩააგდეს ეს ეპოქალური ადამიანი. ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში ლანძღავენ პატრიარქს, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
“სულ წარსულზე რომც არ ვილაპარაკოთ, ხომ ვხედავთ, დღესაც რას აკეთებენ, რა დამოკიდებულება აქვთ პატრიარქის მიმართ, რა დღეში ჩააგდეს ეს ეპოქალური ადამიანი. ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში ლანძღავენ პატრიარქს. მე რასაც ვხედავ, ეს დაძაბულობა და დაპირისპირება სულ ამ ადამიანებისგან მოდის. მათ არ სურთ, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ვიცხოვროთ ნორმალურად. პირადად ჩემზე „მთავარი არხის“ ეთერში ისეთი რაღაცები თქვეს, კვესიტაძის გადაცემაში რუსული დაზვერვის აგენტად დამასახელეს – ქვეყნის მოღალატედ გამომაცხადეს. ასე ლახავენ ადამიანების რეპუტაციას. ჩემთან მოდიან დედები, რომლებსაც შვილები უმძიმეს მდგომარეობაში ჰყავთ; შვილები, რომლებსაც მშობლები ცუდად ექცევიან – ეს ადამიანები უნდა გვენდობოდნენ, ეს ხალხი კი ყველანაირ ნდობას ანადგურებს. 100 წლის წინ კომუნისტების მოსვლის შემდეგ ქართველმა კაცმა, რომელმაც თავის დროზე ხატს ფეხი არ დააბიჯა, ზუსტად იმავე ერმა თავისი ხელით ტაძრებიდან ჯვრები ჩამოხსნა, სასულიერო პირები დახვრიტა და დაწვა. მე სულ ვამბობ, რომ ესენი არიან ახალი კომუნისტები, რომლებიც იგივე მეთოდებით მოქმედებენ“, – განაცხადა დეკანოზმა.
თაგები:
ნაციონალური მოძრაობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს