დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი გამოკითხვაზე იმყოფება


ავტორი
Front News საქართველო
პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი შევიდა. ის განყოფილებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.
ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე ამტკიცებს, რომ სასულიერო პირი ძალადობისკენ არ მოუწოდებდა და ადგილი აქვს ფაბრიკაციას.
“აქ ვართ მოსული გამოკითხვაზე 5 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. არანაირი ძალადობისკენ მოწოდება არ იყო, არამედ მოხდა ფაბრიკაცია თქვენ მიერ. ამოღებული იქნა სიტყვა ძალადობა, 10-წუთიანი გამოსვლა იყო იქ და იმ 10-წუთიან გამოსვლაში არ იყო არც ერთი მოწოდება ჟურნალისტების ცემისკენ, ან ვინმეს შეურაცხყოფისკენ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
დეკანოზი სპირიდონი მრევლს ძალადობისკენ ღიად მოუწოდებდა – “არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის” – აცხადებდა ის, 5 ივლისს, პარლამენტის წინ.
თაგები:
