დეკანოზი თამაზ ლომიძე – ღმერთმა წყალობა მოგვივლინა ვაქცინის, აცრის სახით და არის ხალხი, ვინც ამაზე უარს ამბობს

ავტორი
Front News საქართველო
დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
დეკანოზი მიიჩნევს, რომ ვაქცინა პანდემიის დამარცხებისა და ადამიანების გადარჩენის ერთადერთი გზაა.
“დღე არ გავა, რომ 10-დან 20 ადამიანამდე არ გარდაიცვალოს და წარმოუდგენელია, რომ საქართველოში კიდევ არსებობს ხალხი, ვინც ვაქცინას ებრძვის, ამ მედიცინის მიღწევას, ამ ღვთის წყალობას. მართლაც, ამ განსაცდელში (განსაცდელში ვართ გესმის), ღმერთმა წყალობა მოგვივლინა ვაქცინის, აცრის სახით და არის ხალხი, ვინც ამაზე უარს ამბობს, რაღაც წარმოუდგენელი მოტივებით და ხშირად რელიგიური მოტივებით.
არის საქართველოში კიდევ ხალხი, მორწმუნენი, რელიგიური ადამიანები, სასულიერო პირებიც კი, ვინც აცრის უარყოფისკენ მოუწოდებს ადამიანებს. ხალხი კვდება მათ თვალწინ, მძიმე მდგომარეობაში თვეებს ატარებს აპარატზე შეერთებული საავადმყოფოში, აცრა გადარჩენაა ამ დროს და ხალხი ქადაგებს, რომ უარი უთხრან აცრას. ამაზე დიდი სიგიჟე აღარ არსებობს, ეს არის ჩვენი ინდიკატორი რა მძიმე სულიერ და გონებრივ მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი ხალხის რაღაც ნაწილი. მილიონობით ადამიანი გადარჩა აცრით, თითქმის 0-ს უტოლდება აცრის შემდეგ სიკვდილიანობის რიცხვი, მართლა ხომ არ შევიშალეთ, რომ ეს ვერ გავიგოთ?”- აცხადებს დეკანოზი.





