დეკანოზი თამაზ ლომიძე – გონს მოეგეთ, ეს უკიდურესად საშიშია, ბოროტს ნუ ეთამაშებით და იოტისოდენადაც არ შეხვიდეთ ალიანსში ბოროტთან

ავტორი
Front News საქართველო
დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში დაკარგული ავსტრიელი ტურისტი სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლია.
ლომიძე აღნიშნულს ქვეყანაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობებსა და წახალისებულ ძალადობას უკავშირებს.
“როგორი სრულიად უცოდინარი და გონებასუსტი უნდა იყო (ან მიზანმიმართულად მავნებელი), რომ გეგონოს, რომ რომელიმე ერთ ჯგუფზე საჯაროდ წახალისებული ძალადობა და ბოროტება მხოლოდ იმ ჯგუფით შემოიფარგლება და იქ გაჩერდება. მწარედ ცდებით! ბოროტება მასე არ “მუშაობს”. მეტი საქმე არა აქვს ბოროტებას (თუ მიუშვით) თქვენ დაგემორჩილოთ და გამართვინოთ თავი. ბოროტი დაძრწის “როგორც მბრდღვინავი ლომი” (1 პეტრ. 5,8) და ერთი სული აქვს ვინ გაანადგუროს. დაუთმობთ მას და ერთ ჯგუფზე დაუშვებთ და წაახალისებთ ძალადობას და ბოროტებას? – შედეგად ბოროტება მოედება ყველაფერს და ბოლოს იმათაც გაანადგურებს, ვინც ძალიან დაცული გეგონათ. გონს მოეგეთ, ეს უკიდურესად საშიშია, ბოროტს ნუ ეთამაშებით და იოტისოდენადაც არ შეხვიდეთ ალიანსში ბოროტთან. ბოროტებასთან ადამიანის ალიანსი არ არსებობს, ბოროტება და ძალადობა აუცილებლად ყველას გაგვანადგურებს, თუ ის დავუშვით ჩვენს შორის!
P.S. თბილისში ჩამოსული ავსტრალიელი ახალგაზრდა ქალი დაკარგულა დღეს მთაწმინდის მიდამოებში. სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლია”, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.
თბილისში 31 წლის დაკარგულ ტურისტს ამ დრომდე ეძებენ.
თაგები:
დეკანოზი თამაზ ლომიძე




