
ავტორი
Front News საქართველო
კახეთში სეტყვის თავიდან აცილება მოხერხდა, – ინფორმაციას სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ავრცელებს.
“19 მაისს, კახეთის რეგიონში, კერძოდ თელავის, საგარეჯოს, ყვარლის, დედოფლისწყაროს, ახმეტის, ლაგოდეხის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სამხრეთ-დასავლეთიდან შემოიჭრა ცივი ატმოსფერული ფრონტი, რამაც გამოიწვია სეტყვასაშიში ღრუბლის წარმოქმნა.
მოსალოდნელი სეტყვის მარცვლის ზომა, წინასწარი გათვლით, 33 მმ იყო.
“დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დროული რეაგირების შედეგად, განეიტრალდა ღრუბლებში სეტყვის მარცვლების წარმოქმნის პროცესი, შესაბამისად კახეთის არც ერთი მუნიციპალიტეტი არ დასეტყვილა. „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტში მონიტორინგის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
სეტყვა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს