დემჩენკო – სიტუაცია ბელარუსის საზღვარზე არ შეცვლილა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინისა და ბელორუსიის საზღვარზე ვითარება არ შეცვლილა, უკრაინელ მესაზღვრეებს ტექნიკისა და ჯარის გადაადგილება არ დაუფიქსირებიათ, – ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.
“სიტუაცია ბელარუსის რესპუბლიკის საზღვარზე არ შეცვლილა. ჩვენ არ დაგვიფიქსირებია ბელარუსის დანაყოფების აღჭურვილობისა და პერსონალის ზრდას ჩვენს საზღვართან ახლოს“, – აღნიშნა მან.
დღეს, 18 აგვისტოს, ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ “ჯარის მესამედი“ საზღვარზე გადაიყვანეს.
ამავე დროს, მან უკრაინა “აგრესიულ პოლიტიკასა და ბელარუსის საზღვართან ძალების კონცენტრაციაში” დაადანაშაულა. მისი თქმით, საუბარია 120 ათასზე მეტ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეზე.
ერთი კვირის წინ ლუკაშენკომ უკრაინა ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა. ის ამტკიცებდა, რომ უკრაინული დრონები თითქოს ბელარუსში ჩაფრინდნენ და საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.
ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი უპასუხებს პროვოკაციებს. ამის შემდეგ მან ბრძანა ჯარებისა და აღჭურვილობის – MLRS “Polonaise” და “ისკანდერის” სარაკეტო სისტემების გაგზავნა სასაზღვრო გომელისა და მოზირის რაიონებში.
ამასთან, უკრაინელმა მესაზღვრეებმა აღნიშნეს, ბელარუსის საზღვარზე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება არ დაუფიქსირებიათ.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს