დემნა გვასალია მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟულ CFDA-ის ჯილდოზეა ნომინირებული

ავტორი
Front News საქართველო
ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟულ CFDA-ის ჯილდოზეა ნომინირებული, რომელსაც „მოდის ოსკარს“ უწოდებენ.
მან ეს ჯილდო ერთხელ უკვე მიიღო – 2017 წელს, მოდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
CFDA-ის ცერემონია 10 ნოემბერს, ნიუ იორკში გაიმართება.
ქალთა საერთაშორისო დიზაინერის ნომინაციაზე მასთან ერთად ნომინირებული არიან: დანიელ ლი „ბოტეგა ვენეტადან“, მიუჩია პრადა და რალფ სიმონსი – „პრადა“, პიერპაოლო პიჩოლი – „ვალენტინო“, სიმონ პორტე ჟაკმუსი – „ჟაკმუსი“.
თაგები:





