
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი დენიელ ფრიდი აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება.
მისი თქმით, ფარცხალაძე თავისი ქმედებებისთვის დასანქცირდა და შეუძლია სანქცირების წინააღმდეგ იბრძოლოს.
“ის როგორც ინდივიდუალური პირი, დასანქცირდა თავისი ქმედებებისთვის, როგორც ჩანს, ურთიერთობისთვის და კავშირში ყოფნისთვის FSB-ს ოფიცერთან… ეს არ არის ნაბიჯი საქართველოს მთავრობის, საქართველოს ხალხის, საქართველო-ამერიკის ურთიერთობების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ეხება ამ პიროვნების ქმედებებს.
ჩვენი სანქციების პროგრამით ვცდილობთ ისინი დავასანქციროთ, იმიტომ, რომ რუსეთი არის აგრესორი, რომელმაც ორი ომი წამოიწყო ევროპაში, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ, 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ, რომელსაც მოჰყვა 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრა. რუსეთი გახლავთ აგრესორი ქვეყანა, ტირანია. აშშ, ევროპა, თავისუფლების მოყვარული ქვეყნები ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ რუსეთმა ვერ გააგრძელოს თავისი აგრესია.
ამ პიროვნებას გააჩნია უფლება, რომ მისი გვარი ამოიღონ ამ სიიდან ან გადადგას იურიდიული ნებიჯები, რათა დაიწყოს სასამართლო პროცესი, რომ თითქოს მისი გვარი მოხვდა ყალბ საფუძველზე და შეუძლია ეს სცადოს… ამ პიროვნებას შეუძლია მაქსიმალურად იბრძოლოს ამ სანქცირების წინააღმდეგ”, – აცხადებს ფრიდი “ფორმულასთან”.
თაგები:
დენიელ ფრიდი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს