
ავტორი
Front News საქართველო
დიპლომატი, “ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირება გაფრთხილება იმის თაობაზე, თუ რამდენად სერიოზულად იღებს ამ პრობლემას შეერთებული შტატები და რომ ქვეყანა არც შემდგომი ზომების გატარებას მოერიდება.
“ეს არის როგორც საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ისე გაფრთხილება, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის თაობაზე და მზადაა დამატებითი ნაბიჯები გადადგას.
საქართველოს მთავრობა აჩვენებს სისუსტესა და შიშს რუსეთის მიმართ მაშინ, როცა იუცხოებს მის უძლიერეს მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. რთული გასაგებია, როგორ აწინაურებს ეს საქართველოს ინტერესებს“, – აცხადებს დენიელ ფრიდი “ამერიკის ხმასთან“.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
“დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს