დენიელ ტვინინგი – ამგვარი მანიპულაციები ქმნის არათანაბარ პროცესს საარჩევნო სუბიექტებისთვის არჩევნებამდე

ავტორი
Front News საქართველო
2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობამ უპრეცედენტო პოლიტიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ცვლილებები განახორციელა, რომელიც ზღუდავს პოლიტიკურ კონკურენციას, – ამის შესახებ IRI-ის პრეზიდენტმა დენიელ ტვინინგმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამგვარი მანიპულაციები ქმნის არათანაბარ პროცესს საარჩევნო სუბიექტებისთვის არჩევნებამდე.
“26 ოქტომბერს საქართველოში გაიმართა მე-11 არჩევნები ქვეყნის მასშტაბით დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული. 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობამ უპრეცედენტო პოლიტიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ცვლილებები განახორციელა, რომელიც ზღუდავს პოლიტიკურ კონკურენციას. ამგვარი მანიპულაციები ქმნის არათანაბარ პროცესს საარჩევნო სუბიექტებისთვის არჩევნებამდე”, – განაცხადა დენიელ ტვინინგმა.
თაგები:
დენიელ ტვინინგი




