
ავტორი
Front News საქართველო
19-22 სექტემბრის სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე დეპუტატები „მინისტრის საათის“ და ინტერპელაციის ფორმატში მთავრობის წევრებს მოუსმენენ.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 20 სექტემბერს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს, ხოლო 22 სექტემბერს, ინტერპელაციის წესით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის გამოკლებული წევრის, ქეთევან დუმბაძის ადგილმონაცვლედ, ქეთევან ჩარკვიანის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილება.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
თაგები:
შალვა პაპუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს