დეპუტატი – მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შემოსვლასთან დაკავშირებული სკანდალი ქვეყნის ავტორიტეტს ანადგურებს


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შემოსვლასთან დაკავშირებული სკანდალი და შესაძლო აკრძალვა ძირს უთხრის ქვეყნის ავტორიტეტს და ნდობას საზღვარგარეთ. ამის შესახებ Front News-ს სახალხო დეპუტატმა ბორისლავ ბერეზამ განუცხადა.
“მე ვფიქრობ, სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა ისტორია ფარსი და ტრაგიკომედიაა, ეს საუბრები: შემოუშვებენ თუ არა… ის ამბობს, რომ საზღვრიდან შემოვა, სხვები ამბობენ, რომ ვერ შემოვა. იქნება კი საერთოდ საზღვართან, როცა იცის, რომ დააკავებენ და საქართველოს გადასცემენ. ეს ყველაფერი უკრაინისთვის ცუდ ფონს ქმნის, ეს თემა ხომ უკრაინის პატივისცემას საზღვარგარეთ ძირს უთხრის. ეს საკითხი ბევრი ადამიანისთვის იქნება სპეკულირების თემა”, – განაცხადა ბერეზამ.
მისივე თქმით, სახელმწიფოსადმი ნდობა იკარგება, როდესაც მას მსგავსი საკითხების მოგვარების ბერკეტი არ აქვს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს აპირებს.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა