წყნეთში სროლის დროს შემთხვევით გამვლელიც დაიჭრა, კიდევ ერთ დაჭრილს კი ვერ პოულობენ

წყნეთში მომხდარი სროლის შესახებ "Front News"-სთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილია გამვლელი ქალბატონიც, რომელიც ინციდენტს შემთხვევით შეესწრო.

ამ დროისთვის ადგილზე სამართლამდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

ასევე, პოლიციას ამ დროისთვის გამოკითხვაზე ჰყავს გადაყვანილი ერთადერთი მოწმე, რომლის ინფორმაციითაც, ერთ-ერთი დაჭრილი, რომელსაც ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული და ჯერჯერობოთ ვერ პოულობენ, სავარაუდოდ, მიმდებარე ტერიტორიაზე უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

წყნეთში, დევნილთა დასახლებასთან ახლოს სროლა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. 

დაპირისპირებაში სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება და ძებნა. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს