ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციის ბანერის პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ბანერით შეცვლა ქვეყანას ნამდვილად არ წაადგება

სარეკლამო ბანერების გამოყენებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდა ვადა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "დღის თემა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დაარღვია თუ არა ვადები ამ შემთხვევაში სარეკლამო კომპანიამ, რადგან დედაქალაქის ქუჩებში ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები საარჩევნო ბანერებით ჩანაცვლდა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ იქ იურიდიული ნიუანსებია, რომლებიც მხარეებმა კიდევ დამატებით უნდა გაიარონ.

"იქ არის ხელშეკრულების ნიუანსები, ჩვენ რა პასუხისმგებლობას ვიღებდით და რა პასუხისმგებლობას იღებდა სარეკლამო კომპანია, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა წლის ბოლომდე იყო.

"ჩვენ დღეს მივმართეთ სარეკლამო კომპანიას. თან, ეს ჩვენი პირველი თანამშრომლობა არ არის. მოგეხსენებათ, ქვეყანას აქვს ე.წ ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ბევრ ქვეპროგრამას ვახორციელებთ. იქ არის თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ადვოკაცია, ცე ჰეპატიტის, შიდსთან, ტუბერკულოზთან და ბევრი დაავადების შესახებ მეტი ინფორმირებულობის. რა თქმა უნდა, წელს, ერთ-ერთი მთავარი იყო და არის „კოვიდთან“ მიმართებით. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კომპანია გაითავისებს იმ დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც მას აქვს. დღეს ყველაზე უმნიშვნელოვანესი პროცესისადმი, რასაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ჰქვია, დიდი სოციალური პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს ქვეყანაში ყველა კომპანიას. იმიტომ, რომ პანდემიის დამთავრების მთავარი გზა გადის მოსახლეობის ვაქცინაციით რაც შეიძლება მაღალი პროცენტით მოცვაზე. ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მივა იმ დავამდე, რომელიც შემდგომ სხვადასხვა ორგანოში უნდა გაირჩეს და ისინი დაჰყვებიან მთლიანად მოსახლეობის ნებას და ჩვენს მიმართვას, რომ დიახ, დღეს ქვეყანაში ყველა სარეკლამო ბანერზე უპირველესი თემა უნდა იყოს ვაქცინაცია. იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან და მეტ გადარჩენილ სიცოცხლესთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის ბანერის სხვა ტიპის ბანერით შეცვლა ქვეყანას არ წაადგება.

"მე არ ვიცი, რა იყო ქვედინებები, მაგრამ ვაქცინაციის ბანერის პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ბანერით შეცვლა ქვეყანას ნამდვილად არ წაადგება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები