მიხეილ სარჯველაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და  სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ღია პარლამენტის 2021-2922 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მმართველობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
 
როგორც მიხეილ სარკველაძემ აღნიშნა, კომიტეტი  სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე  ინტენსიურად მუშაობს. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან  გარკვეული მიმართულებებით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების გატარების საჭიროება გამოიკვეთა.
 
"ჩამოვყალიბდით ტექსტის რედაქციაზე. ამ ტექსტით მოხდება პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების ინიცირება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები