ლევან ჩაკვეტაძე - მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის დეოკუპაცია, ოჯახების თავიანთ კერაზე დაბრუნება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ აფხაზეთის მთავრობის თავმჯომარესთან რუსლან აბაშიძესთან და მთავრობის  სხვა წევრებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.

ეს დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მძიმე თარიღად ჩაიწერა. სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. დღეს ყველა ერთად ვიხსენებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. ვიხსენებთ იმ შეიარაღებული კონფლიქტის დღეებს, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს.

ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის დეოკუპაცია, ოჯახების თავიანთ კერაზე დაბრუნება და აფხაზებისა და ქართველების საერთო ღირსეული მომავლის უზრუნველყოფა!” - განაცხადა ლევან ჩაკვეტაძემ.

მსგავსი სიახლეები