ბათუმში მძიმე ტექნიკის და ცოცხალი ძალის მუშაობა დროებით შეჩერდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, დროებით, მაშველებისა და მძიმე ტექნიკის მუშაობა შეჩერდა. ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტან გომელაურმა განაცხადა.

"რაღაც დროის განმავლობაში, ვაჩერებთ სამუშაოებს, რათა მშენებლებმა მოგვცენ ნებართვა, ჩვენმა მუშაობამ ნგრევა არ გამოიწვიოს და კორპუსის მეორე ნაწილი არ ჩამოწვეს. სავარაუდოდ, ქუჩა გადაიკეტება, რათა ხალხმა არ იმოძრაოს. უკანა ეზოში მოეწყობა ბარიერები, რათა ხალხი ამ ზონაში არ შევიდეს, რამაც, შეიძლება, საფრთხე გამოიწვიოს. მშენებლები შეიკრიბებიან მერიაში და იმსჯელებენ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, სამუშაოების შეჩერების განმავლობაში, ადგილზე სამართალდამცველები დარჩებიან.

მეცხრე გარდაცვლილი ნანგრევებში ნახევარი საათის წინ იპოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, ის ბოლო ადამიანია, რომელსაც ეძებდნენ.

მსგავსი სიახლეები