"ნაციონალური მოძრაობის" კოლონებს ქუთაისის შესასვლელთან და სამტრედიაში ცოცხებით დახვდნენ

"ნაციონალური მოძრაობის" კოლონებს იმერეთში ცოცხებით ხვდებიან. ქუთაისის  შესასვლელთან მოქალაქეები ცოცხებით დგანან და ავტომობილებს შეძახილებით აცილებენ.

ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა სამტრედიაში, სადაც თბილისისაკენ მიმავალ კოლონებს ცოცხებით დახვდენენ და გზა გადაუკეტეს. 

კონტრაქციის მონაწილეების თქმით, ეს არის მათი გამოხატვის თავისუფლება და ამ ფორმით აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას.

მათივე თქმით, სოლიდარობას უცხადებენ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალებულ ადამიანებს. რაც შეეხება ცოცხებს, აცხადებენ, რომ ეს არის სააკაშვილის რეჟიმის სიმბოლო.

თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" აქციას იმერეთიდანაც უერთდებიან. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, რეგიონიდან აქციაზე დასასწრებად 5000-მდე ადამიანი მიემგზავრება.

უახლესი ამბები