ამირან გამყრელიძე - შესაძლებელია, დაშვებული იქნას ორი ვარიანტი, ორი ე.წ. მწვანე საბუთი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იმოქმედებს ორი მწვანე პასპორტი, ერთი შიდა მოხმარებისთვის, სადაც კორონავიურსგადატანილი ადამიანები მიიღებენ ამას, ხოლო საზღვარგარეთ წასასვლელად, საჭიროა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჰქონდეთ გადატანილი ვირუსი და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ქვეყნის დატოვებას.

მისივე თქმით, მწვანე პასპორტის ძირითადი დანიშნულებაა, ადამიანებს ექმნებათ ე.წ. სტიმული, რომ აიცრან.

"დღევანდელი გადაწყვეტილებით, არის ორნაირი მწვანე პასპორტი. ერთი შიდა მოხმარებისთვის, სადაც არის აღნუსხული, რომ ადამიანს თუ ოდესმე გადატანილი აქვს კორონავირუსი, ჩაითვლება, რომ შეუძლია, შესვლა რესტორანში, სხვადასხვა დაწესებულებაში. მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით, იმ "ქიუარ კოდი“, რომელიც საზღვარზე გადამოწმდება, იქ სხვა საკითხია, იქ ითვლება, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი. ახლა მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. შესაძლებელია, დაშვებული იქნას ორი ვარიანტი, ორი ე.წ. მწვანე საბუთი, რომელსაც ექნება შიდა მოხმარება და მხოლოდ გარე მგზავრობისთვის იქ ჩვენი „ქიუარ კოდი“ უნდა ჰარმონიზირდეს. ბევრ ქვეყანაში არის ე.წ. შიდა მოხმარების საბუთები. არის ქვეყნები, სადაც არის ერთწლიანი გადატანის დაშვება და არის ქვეყნები, სადაც არის უმრავლესობა ექვსთვიანი დაშვებაა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები