ოპოზიცია მოქალაქეებს დილიდან ბათუმის საკრებულოსთან შეკრებისკენ მოუწოდებს

ოპოზიცია ხვალ, 10:00 საათიდან ბათუმის საკრებულოს შენობის წინ შეიკრიბება და საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას გააპროტესტებს.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც დღეს პოლიციის ძალით საკრებულოს შენობიდან გამოაძევეს, მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ხვალ დილიდან საკრებულოს შენობის წინ შეიკრიბონ და არ მისცენ "ქართულ ოცნებას" კორუფციული ბიუჯეტის დამტკიცების შესაძლებლობა. 

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ცდილობს ოპოზიციური საკრებულოს დაშლას და რადგან ეს არ გამოსდის, ამიტომ ახლადარჩეული საკრებულოს შეკრებამდე წინასწარ ახდენენ მომავალი წლის ბიუჯეტის მიღებას. 

"ბათუმში კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის იდეას, როდესაც ცდილობს ოპოზიციური საკრებულოს დაშლას და განადგურებას. თავდაპირველი თანაფარდობა, რომელიც იყო 16-19-ზე ოპოზიციის სასარგებლოდ, ახლა არის 17-17 -ზე ორი უმძიმესი ფაქტის შემდეგ, რაც არის ერთი გადაბირებული მანდატი და მეორე - უმძიმესი შემთხვევა დეპუტატზე ზეწოლის, რაც დასრულდა გარდაცვალებით.  ამიტომ ცდილობენ ვადაგასული საკრებულოს მიერ კორუფცოიული ბიუჯეტის დამტკიცებას. მოვიწოდებ ბათუმელებს,  თუ ონდავ მაინც ადარდებთ თავიანთი შვილების მომავალი, მოვიდნენ ხვალ დილით საკრებულოსთან და არ მივცეთ მათ კორუფციული ბიუჯეტის დამტკიცების შესაძლებლობა, რომელიც მხოლოდ ჩინოვნიკების ხელფასებით გაზრდისკენაა ორიენტირებული", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ახლადარჩეული მერის არჩილ ჩიქოვანის ინიციატივით, მერის ხელფასის 5500 ლარამდე გაზრდაა გათვალისწინებული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები