ბორჯომში, კოსტავას სახელობის მოედნისა და პატარა პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის "განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ბორჯომში, კოსტავას სახელობის მოედნისა და პატარა პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოედანზე უკვე მიმდინარეობს ქვაფენილის დაგების სამუშაოები, მოეწყობა ფეხით სავალი ნაწილები და დასასვენებელი სივრცე. 

კოსტავას სახელობის პატარა პარკში  ხორციელდება ფეხით სავალი ნაწილების რეაბილიტაცია. მოეწყობა საბავშო გასართობი სივრცე, ღია კინოთეატრი, ჭადრაკის დაფა, დასასვენებელი ფანჩატური, პერგოლა, კაფე,  არსებულ შადრევანს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. დამონტაჟდება დეკორატიული ურნები, სკამები, გარე-განათების ლამპიონები და წყლის ბიუვეტი. სრულად გამწვანდება პარკის ტერიტორია.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 4 200 000  ლარით ფინანსდება.

სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები