Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 56 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს 11 927 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 951 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 333 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 052 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.02%