ბორჯომში, შვიდ ღირსშესანიშნავ ადგილზე, საყვავილე საინფორმაციო დაფები დამონტაჟდა

ბორჯომში, შვიდ ღირსშესანიშნავ ადგილზე, საყვავილე საინფორმაციო დაფები დამონტაჟდა. 

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საინფორმაციო დაფაზე დატანილია ინფორმაცია კონკრეტული ობიექტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. 

როგორც მერიაში აღნიშნავენ, საყვავილე დაფებს გააჩნია როგორც საინფორმაციო, ასევე დეკორატიული ფუნქცია, რაც მეტად მნიშვნელოვანია ბორჯომის, როგორც ტურისტული ქალაქისათვის. 

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტებმა ჩვენი ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული ადგილების შესახებ  სწორი და საინტერესო ინფორმაცია მიიღონ. თითოეულ ლოკაციაზე ორ ენაზეა  განთავსებული ინფორმაცია ადგილისა თუ ძეგლის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის შესახებ. ჩვენ ვაპირებთ სრულად მოვიცვათ ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობა და ეტაპობრივად მოვახდინოთ  საინფორმაციო დაფების დამონტაჟება“, - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები