“ევროპის უნივერსიტეტში" პოლიტიკის დოკუმენტის - "ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში” პრეზენტაცია გაიმართება

4 დეკემბერს, 16:00 საათზე "ევროპის უნივერსიტეტში" ერაზმუს+ ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, პოლიტიკის დოკუმენტის - “ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების განვითარება ქართულ სკოლებში” პრეზენტაცია გაიმართება.

პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია საქართველოს საშუალო განათლების სისტემის ევროპეიზაციის გზაზე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით შესაბამის ადგილობრივ თუ საერთაშორისო აქტორთა შორის კრიტიკული განსჯის წახალისება და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, ზოგადი განათლების პოლიტიკის შემდგომი განვითარებისკენ მოწოდება.

ღონისძიებას განათლების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, პროექტის ბენეფიციარი საჯარო სკოლების დირექტორები საქართველოს რეგიონებიდან, კვლევაში ჩართული სტუდენტები და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრებიან.

პრეზენტაციის შემდეგ მრგვალი მაგიდის ფორმატში დაინტერესებული მხარეების ჩართულობით საკონსულტაციო საათი გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები